- ხელმძღვანელი
- კათედრის შესახებ
გიული თავდგირიძე
მათემატიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების საგნობრივი დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მათემატიკის და საინფორმაციო ტექნოლოგიების საგნობრივი გაერთიანება/კათედრა თავის საქმიანობას წარმართავს ზოგადი განათლების შესახებ კანონის, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების, ეროვნული სასწავლო გეგმის, ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის წესდების, სკოლის მიზნების და შინაგანაწესის შესაბამისად.
მათემატიკის და საინფორმაციო ტექნოლოგიების საგნობრივი გაერთიანების დანიშნულებაა, ეფექტური საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვის გზით, განუვითაროს მოზარდს ლოგიკური, ანალიტიკური, დამოუკიდებელი და კრიტიკული აზროვნება. გამოუმუშაოს მიღებული ცოდნისა და გამოცდილების რეალურ ცხოვრებასთან დაკავშირებისა და პრაქტიკაში გამოყენების უნარ-ჩვევები.
მათემატიკის და საინფორმაციო ტექნოლოგიების საგნობრივი გაერთიანება მოსწავლეებს სთავაზობს დამატებით საგანმანათლებლო მომსახურებას წრეობრივი მეცადინეობების სახით. სკოლაში აგრეთვე ფუნქციონირებს მათემატიკის საოლიმპიადო კლუბი, რომლის არსებობაც ერთ-ერთი პრიორიტეტი და განმასხვავებელი დეტალია ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლისთვის. კლუბში მოსწავლეები გაძლიერებულად სწავლობენ კლასგარეშე მათემატიკას და ეცნობიან სხვადასხვა მათემატიკურ კონკურსებსა და ოლიმპიადებზე წარმატების მისაღწევად საჭირო მასალებსა და სტრატეგიებს.