- ხელმძღვანელი
- კათედრის შესახებ
ნელი ალექსანდრიდი
დაწყებითი კლასების (I-IV) დეპარტამენტის ხელმძღვანელი
ნელი ალექსანდრიდს 20-წლიანი პედაგოგიური გამოცდილება აქვს; იგი ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის დაწყებითი კათედრის ხელმძღვანელი და პედაგოგია; ფლობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ ხარისხს დაწყებითი პედაგოგიკის და მეთოდიკის მიმართულებით; მიღებული აქვს სერტიფიცირებული უფროსი მასწავლებლის სტატუსი.
ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის დაწყებითი კლასების (I-IV) საგნობრივი გაერთიანების/კათედრის მასწავლებლების საგაკვეთილო პროცესი ორიენტირებულია მოსწავლეებში სხვადასხვა უნარების აღმოჩენასა და მათ განვითარებაზე.
გაკვეთილების ჩატარებისას მასწავლებლები ფასილიტატორის (გზის მიმცემის) როლს ასრულებენ, რაც ხელს უწყობს მოსწავლეების საკლასო აქტივობებში მაქსიმალურ ჩართულობას.
დაწყებითი კლასების საგნობრივი გაერთიანება გთავაზობთ:
I-IV კლასის მოსწავლეებისთვის
- მათემატიკისა და ინგლისური ენის გაძლიერებული (ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საათების რაოდენობაზე მეტი) პროგრამით სწავლებას;
- სწავლების გახანგრძლივებულ ფორმატს, სადაც მოსწავლეები მოამზადებენ დავალებებს;
- პროექტს „კითხვის საათი“ (კვირაში ერთხელ მშობლის ჩართულობით და თვეში ერთხელ მოწვეულ სტუმართან ერთად);
- ინტეგრირებული გაკვეთილების ფორმატს;
- სოციალური შინაარსის პროექტებში ჩართულობას.
მხოლოდ IV კლასის მოსწავლეებისთვის
- Science / მეცნიერება (ინგლისურენოვანი)