ბათუმის ქართულ-ამერიკულმა სკოლამ 2018 წლის 1 ოქტომბერს დაიწყო საგანმანათლებლო საქმიანობა. სკოლაში სწავლება მიმდინარეობს I-XII კლასის მოსწავლეებისთვის დაწყებით, სა
სწავლება
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ პროგრამებთან ერთად სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს სწავლების გახანგრძლივებულ ფორმატს, მათემატიკისა და ინგლისური ენის გაძლიერებულ პროგრამებს, კლუბების ფორმატში ექსტრაკურიკულარულ შემეცნებით და სპორტულ - გამაჯანსაღებელ აქტივობებში ჩართვის შესაძლებლობას.
გარემო
სკოლის საერთაშორისო სტანდარტების თანამედროვე კამპუსის ინფრასტრუქტურა და რეკრეაციული ზონები განთავსებულია 13000 კვ.მ. ფართობზე. საგანმანათლებლო, სპორტული და დამხმარე შენობა-ნაგებობების ფართი შეადგენს 7280.63 კვ.მ-ს. საკლასო ოთახები აღჭურვილია საგანმანათლებლო სფეროსთვის განკუთვნილი თანამედროვე ტექნოლოგიებით (სმარტბორდებით, პროექტორებით). სკოლას აქვს ბიბლიოთეკა სამკითხველო დარბაზითა და განახლებადი წიგნადი ფონდით; კომპიუტერული კლასები; საკონფერენციო დარბაზი - გათვლილი 165 დამსწრეზე; საერთო საცხოვრებელი - გათვლილი 100 ადამიანზე. საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნების შესწავლა მიმდინარეობს დარგობრივ სასწავლო ლაბორატორიებში. სკოლის ტერიტორიაზე განლაგებულია ფეხბურთის, კალათბურთის, ჩოგბურთის, ხელბურთის მრავალფუნქციური ღია სპორტული მოედანი, ევროსტანდარტების შესაბამისი დახურული სპორტული დარბაზი.
- გალერეა ხელმისაწვდომია ბმულზე: http://bit.do/fqpmk
უსაფრთხოება
სკოლის მოსწავლეებისა და თანამშრომლების უსაფრთხოების მიზნით შექმნილია 24-საათიანი დაცვის სამსახური; კამპუსი აღჭურვილია სამეთვალყურეო კამერებით; სკოლის ტერიტორიაზე დაშვება ხდება მაღალტექნოლოგიური ტურნიკეტებისა და პლასტიკური ბარათების მეშვეობით; შენობა აღჭურვილია სახანძრო-უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით. ფუნქციონირებს სამედიცინო კაბინეტი.
შენი წარმატება იწყება აქ!