საშუალო საფეხურის მისია

  • საგანთა გაღრმავებული სწავლების გზით სისტემური ცოდნის კონსტრუირება;
  • მოაზროვნე, მაძიებელი, ახლისშემოქმედი, წიგნიერი, ინფორმირებული მოქალაქის ჩამოყალიბება, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება და საკუთარ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის აღება, საკუთარი მიღწევების გამოყენება ახალი მატერიალური, ინტელექტუალური თუ სულიერი ღირებულებების შესაქმნელად.

საშუალო საფეხურის ძირითადი ამოცანები

  • შეუქმნას მოსწავლეს პირობები თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი განათლების მისაღებად; დაეხმაროს მოსწავლეს მომავალი არჩევანის გაკეთებაში (სწავლის გასაგრძელებლად და/ან შრომით საქმიანობაში ჩასაბმელად);
  • მისცეს მოსწავლეებს ხარისხიანი სრული ზოგადი განათლება.

სკოლაში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს 09:00-16:30 საათამდე.

სკოლას შემუშავებული აქვს შინაგანაწესი, რომელიც მოსწავლის ხელშეკრულების ნაწილია და მისი დაცვა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულოა.

გარდა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სავალდებულო საგნებისა, სკოლაში არის დამატებითი საგნების/კლუბების ფართო არჩევანი. დამატებითი (არასავალდებულო) მომსახურების დაგეგმვის დროს აუცილებელია, მშობელმა/მოსწავლის კანონიერმა წარმომადგენელმა დროულად შეავსოს გამოკითხვის ელექტრონული ფორმები. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე არ აირჩევს დამატებით მომსახურებას, სკოლა სასწავლო განრიგს შეადგენს იმ სახით, რომ სავალდებულო მომსახურების დასრულების შემდეგ მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს შესაძლებლობა ექნება, გაიყვანოს მოსწავლე სკოლიდან.

საშუალო საფეხურის დაძლევის შემდეგ მოსწავლე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს - სრული ზოგადი განათლების ატესტატს.