დაწყებითი საფეხურის მისია
- სასკოლო გარემოსა და სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, ცნობისმოყვარეობის ცოდნისმოყვარეობაში გადაზრდა;
- საგანთა თანამიმდევრული სწავლა-სწავლების გზით მოსწავლის გონებრივი, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა;
- წაკითხულის გააზრებისა და მათემატიკაში ფიქრისა და აზროვნების უნარების განვითარების ხელშეწყობა;
- დამოუკიდებლობის, თვითშეფასებისა და პასუხისმგებლობის უნარების განვითარების ხელშეწყობა.
სასწავლო პროცესის აღწერა
- დაწყებით საფეხურზე საგაკვეთილო პროცესში ვიყენებთ განმავითარებელ, დიდაქტიკურ თამაშებს;
- გაკვეთილის დაწყებიდან 20-25 წუთის შემდეგ დრო ეთმობა ფიზიკურ აქტივობებს (3-5 წუთი);
- გაკვეთილები მიმდინარეობს აქტიური და პასიური აქტივობების მონაცვლეობით; (მაგ. საკითხავ დავალებას მოყვება ხატვა ან როლური თამაში);
- გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები აკეთებენ სიტყვიერ რეფლექსიას;
- საკლასო ფიზიკური გარემო იყოფა რამდენიმე ნაწილად, რომელთაგან მინიმუმ ერთი დასვენებასა და თავისუფალ აქტივობას ეთმობა.
კლასის მრჩეველი
სკოლაში ყველა კლასს ჰყავს კლასის მრჩეველი, რომელიც მოსწავლეებს ეხმარება ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში, პირვნული, ენობრივი, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების განვითარებაში. კლასის მრჩეველი ამავე დროს ასწავლის კლასს სულ მცირე ერთ საგანს.
სკოლაში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს 09:00-16:30 საათამდე.
სკოლას შემუშავებული აქვს შინაგანაწესი, რომელიც მოსწავლის ხელშეკრულების ნაწილია და მისი დაცვა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულოა.
გარდა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სავალდებულო საგნებისა, სკოლაში არის დამატებითი საგნების/კლუბების ფართო არჩევანი. დამატებითი (არასავალდებულო) მომსახურების დაგეგმვის დროს აუცილებელია, მშობელმა/მოსწავლის კანონიერმა წარმომადგენელმა დროულად შეავსოს გამოკითხვის ელექტრონული ფორმები. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე არ აირჩევს დამატებით მომსახურებას, სკოლა სასწავლო განრიგს შეადგენს იმ სახით, რომ სავალდებულო მომსახურების დასრულების შემდეგ მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს შესაძლებლობა ექნება, გაიყვანოს მოსწავლე სკოლიდან.