საბაზო საფეხურის მისია

  • საგანთა სწავლა-სწავლების საფუძველზე მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირება;
  • მოსწავლის ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენა და განვითარების ხელშეწყობა;
  • მოსწავლეებში კვლევითი უნარების განვითარების ხელშეწყობა;
  • მოსწავლის დამოუკიდებლად სწავლის (სწავლის სწავლა) უნარისა და შრომისუნარიანობის განვითარების ხელშეწყობა;
  • აქტიური მოქალაქის ფორმირების ხელშეწყობა და საფუძვლების შექმნა სწავლების მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის ან შრომითი საქმიანობისათვის.

სასწავლო პროცესის აღწერა

  • საბაზო საფეხურზე დაეხმაროს მოსწავლეებს ინდივიდუალური სასწავლო მიზნების დასახვაში და თვითშეფასების უნარების დახვეწაში;
  • დაეხმაროს მოსწავლეებს ცხოვრების ჯანსაღი წესის გაცნობიერებასა და მისი დაცვის უნარების განვითარებაში; დაეხმაროს მოსწავლეებს კვლევითი უნარების განვითარებაში; შეუქმნას მოსწავლეს წინაპირობა სწავლის გასაგრძელებლად, ან შრომით ბაზარზე სწორი არჩევანის გასაკეთებლად.

სკოლაში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს 09:00-16:30 საათამდე.

სკოლას შემუშავებული აქვს შინაგანაწესი, რომელიც მოსწავლის ხელშეკრულების ნაწილია და მისი დაცვა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულოა.

გარდა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სავალდებულო საგნებისა, სკოლაში არის დამატებითი საგნების/კლუბების ფართო არჩევანი. დამატებითი (არასავალდებულო) მომსახურების დაგეგმვის დროს აუცილებელია, მშობელმა/მოსწავლის კანონიერმა წარმომადგენელმა დროულად შეავსოს გამოკითხვის ელექტრონული ფორმები. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე არ აირჩევს დამატებით მომსახურებას, სკოლა სასწავლო განრიგს შეადგენს იმ სახით, რომ სავალდებულო მომსახურების დასრულების შემდეგ მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს შესაძლებლობა ექნება, გაიყვანოს მოსწავლე სკოლიდან.

საბაზო საფეხურის დაძლევის შემდეგ მოსწავლე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს - საბაზო განათლების ატესტატს.