ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში პირველკლასელების ჩარიცხვა ხორციელდება „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის“
შესაბამისად.
- წესი ხელმისაწვდომია ბმულზე: http://bit.do/e3456
პირველკლასელთა მიღების პროცესი იწყება გაზაფხულიდან. ჩარიცხვის წინაპირობაა, რომ კანდიდატი სასწავლო წლის დაწყებისთვის იყოს 6 წლის.
მოსწავლეების შერჩევა ხდება გასაუბრების საფუძველზე, რაც გვაძლევს შესაძლებლობას გავარკვიოთ რამდენად არის ბავშვი მზად სასკოლო ცხოვრებისთვის.
დადებითი პასუხის შემთხვევაში, მოსწავლეები, მათი მშობლები
(კანონიერი წარმომადგენლები) გაეცნობიან სკოლის დებულებასა და შინაგანაწესს.
აღნიშნული დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ, მშობელი (კანონიერი წარმომადგენელი) დირექტორის სახელზე წერს განცხადებას და ავსებს მოსწავლის სარეგისტრაციო ფორმას, აფორმებს ხელშეკრულებას.
საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი
- ნოტარიულად დამოწმებული დაბადების მოწმობის 2 ასლი;
- 2 ფოტოსურათი 3x4;
- ჯანმრთელობის ცნობა;
- მშობლების პირადობის მოწმობის ასლები.
საინფორმაციო შეხვედრაზე რეგისტრაცია
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა გიწვევთ ინდივიდუალური ფორმატის საინფორმაციო შეხვედრებზე. შეავსეთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა, მიუთითეთ თქვენთვის მოსახერხებელი შეხვედრის დრო და გვესტუმრეთ.
- რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: http://bit.do/fPHFm
შეხვედრაზე დაათვალიერებთ სკოლის კამპუსს, ამომწურავ ინფორმაციას მიიღებთ სკოლის საგანმანათლებლო, კლასგარეშე პროგრამებისა და სასკოლო კლუბების შესახებ ადმინისტრაციისა და კათედრების ხელმძღვანელებისგან.