ბათუმის ქართულ-ამერიკულმა სკოლამ 2018 წლის 1 ოქტომბერს დაიწყო საგანმანათლებლო საქმიანობა. სკოლაში სწავლება მიმდინარეობს I-XII კლასის მოსწავლეებისთვის  დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე.

მიზანი

სკოლის მიზანია ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დაყრდნობით აღზარდოს თავისუფალი და მოაზროვნე  პიროვნებები, რომელთაც ჩამოყალიბებული ექნებათ სამოქალაქო ცნობიერება, კულტურულ ფასეულობათა სისტემა, გაცნობიერებული ექნებათ საკუთარი უფლება-მოვალეობები ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე.  

სწავლება

ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამებთან ერთად სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს სწავლების გახანგრძლივებულ ფორმატს, მათემატიკისა და ინგლისური ენის გაძლიერებულ პროგრამებს,  კლუბების ფორმატში ექსტრაკურიკულარულ შემეცნებით და სპორტულ - გამაჯანსაღებელ აქტივობებში ჩართვის შესაძლებლობას.

გარემო

სკოლის საერთაშორისო სტანდარტების თანამედროვე კამპუსის ინფრასტრუქტურა და რეკრეაციული ზონები განთავსებულია 13000 კვ.მ. ფართობზე. საგანმანათლებლო, სპორტული და დამხმარე შენობა-ნაგებობების ფართი შეადგენს 7280.63 კვ.მ-ს. საკლასო ოთახები  აღჭურვილია საგანმანათლებლო სფეროსთვის განკუთვნილი თანამედროვე ტექნოლოგიებით (სმარტბორდებით,  პროექტორებით).  სკოლას აქვს ბიბლიოთეკა სამკითხველო დარბაზითა და განახლებადი წიგნადი ფონდით; კომპიუტერული კლასები; საკონფერენციო  დარბაზი -  გათვლილი 165 დამსწრეზე; საერთო საცხოვრებელი - გათვლილი 100 ადამიანზე. საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნების შესწავლა მიმდინარეობს დარგობრივ სასწავლო ლაბორატორიებში.  სკოლის ტერიტორიაზე განლაგებულია ფეხბურთის, კალათბურთის, ჩოგბურთის, ხელბურთის მრავალფუნქციური ღია სპორტული მოედანი, ევროსტანდარტების შესაბამისი დახურული სპორტული დარბაზი. 

  • გალერეა ხელმისაწვდომია ბმულზე: http://bit.do/fqpmk

უსაფრთხოება

სკოლის მოსწავლეებისა და თანამშრომლების უსაფრთხოების მიზნით შექმნილია 24-საათიანი დაცვის სამსახური; კამპუსი აღჭურვილია სამეთვალყურეო კამერებით; სკოლის ტერიტორიაზე დაშვება ხდება მაღალტექნოლოგიური ტურნიკეტებისა და პლასტიკური ბარათების მეშვეობით; შენობა აღჭურვილია სახანძრო-უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით. ფუნქციონირებს სამედიცინო კაბინეტი.

შენი წარმატება იწყება აქ.