სკოლაში გადმოსვლის (მობილობის) უფლება აქვს იმ მოსწავლეს, რომლის
ჩარიცხვაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში განხორციელდა კანონმდებლობით დადგენილი
წესით და არის ავტორიზებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლე.
მობილობის უფლების მოპოვება მოსწავლეს შეუძლია ზოგადსაგანმანათლებლოდაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის შესაბამისად.
- წესი ხელმისაწვდომია ბმულზე: http://bit.do/femRM
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის მოქმედებს მიღების განსხვავებული პროცედურები, კერძოდ:
- I-VI კლასის მოსწავლეები მობილობის წესით სკოლაში მიიღებიან გასაუბრების საფუძველზე, ხოლო
- უფროსკლასელები კი - შიდასასკოლო ტესტირების შედეგების საფუძველზე.
დადებითი პასუხის შემთხვევაში, მოსწავლეები, მათი მშობლები
(კანონიერი წარმომადგენლები) გაეცნობიან სკოლის დებულებასა და შინაგანაწესს.
აღნიშნული დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ, მშობელი (კანონიერი წარმომადგენელი) დირექტორის
სახელზე წერს განცხადებას და ავსებს მოსწავლის სარეგისტრაციო ფორმას, აფორმებს ხელშეკრულებას.
განცხადების საფუძველზე სკოლა იწყებს მოსწავლის მობლობით გადმოყვანის
პროცედურას და გასცემს მოთხოვნას გადმომსვლელი სკოლიდან შესაბამისი დოკუმენტაციის
გამოთხოვის საფუძველზე.
მობილობის დროს, მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვა განხორციელდება მას
შემდეგ, რაც სკოლა მიიღებს გადმომსვლელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან
ამორიცხვის შესახებ ბრძანების ამონაწერს ელექტრონულად და განახორციელებს
მასწავლებელთა და მოსწავლეთა ელექტრონულ მონაცემთა ბაზის მეშვეობით მოსწავლის
გადმოყვანას სკოლაში.
საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი
- ნოტარიულად დამოწმებული დაბადების მოწმობის 1 ასლი;
- 2 ფოტოსურათი 3x4;
- ჯანმრთელობის ცნობა;
- მშობლების პირადობის მოწმობის ასლები.
საინფორმაციო შეხვედრაზე რეგისტრაცია
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა გიწვევთ ინდივიდუალური ფორმატის საინფორმაციო შეხვედრებზე. შეავსეთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა, მიუთითეთ თქვენთვის მოსახერხებელი შეხვედრის დრო და გვესტუმრეთ.
·
რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს:
შეხვედრაზე დაათვალიერებთ სკოლის კამპუსს, ამომწურავ ინფორმაციას მიიღებთ სკოლის საგანმანათლებლო, კლასგარეშე პროგრამებისა და სასკოლო კლუბების შესახებ ადმინისტრაციისა და კათედრების ხელმძღვანელებისგან.