• მისალმება
  • ბიოგრაფია

დიანა ხაჯიშვილი

დირექტორი

diana.khajishvili@gasb.edu.ge

ძვირფასო ბავშვებო, პატივცემულო კოლეგებო, მშობლებო!

ჩვენ დღეს გვაერთიანებს სივრცე, რომელსაც ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა ჰქვია. ეს სივრცე არცთუ ისე დიდი ხანია შეიქმნა და განვითარების სწრაფი ტემპითა და ინოვაციური მიდგომებით ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში უკვე უკავია ღირსეული ადგილი.  

ჩვენი ქვეყნის განვითარება და მისი უკეთესი მომავალი პირდაპირ კავშირშია განათლების ხარისხთან. ჩვენი ძალისხმევაც იქეთკენაა მიმართული, რომ ჩვენი სკოლის აღსაზრდელებმა: 
 
  • მიიღონ ცოდნა, რომელიც პასუხობს 21-ე საუკუნის გამოწვევებს; 
  • შეინარჩუნონ ინდივიდუალიზმი და გაძლიერდნენ საკუთარი ინტერესებისა და მისწრაფებების შესაბამისად;
  • ჩამოყალიბდნენ თავისუფალი აზროვნების მქონე პასუხისმგებლიან და დამოუკიდებელ მოქალაქეებად;
  • გაცნობიერებული ჰქონდეთ ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობები.  
ეს შედეგი მხოლოდ ჩვენი ეფექტური ურთიერთთანამშრომლობით არის მიღწევადი. ეფექტური ურთიერთთანამშრომლობა მხოლოდ ურთიერთპატივისცემით, აზრთა მიმოცვლითა და მუდმივი დიალოგით  მიიღწევა.  
ჩვენი კავშირი ქმნის დღეს იმ სივრცეს რასაც ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა ჰქვია და რომლის წარმატებაც, ჩვენი მომავალი თაობისა და ქვეყნის წარმატების საწინდარია.