სკოლის მისიაა ჯანსაღ, უსაფრთხო სასკოლო გარემოში აზროვნების კულტურის დამკვიდრება.
აგრეთვე:
- მაძიებელი, შემოქმედი, პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბება, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება.
- ადრეული ასაკიდან მოსწავლის მიერ თვითშეფასების, ანგარიშვალდებულებისა და სწორი არჩევანის გაკეთების უნარ-ჩვევათა განვითარების ხელშეწყობა.
- უცხოური ენებისა და მათემატიკის მაღალ დონეზე სწავლება, რაც ხელს შეუწყობს ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის კურსდამთავრებულებს სწავლა განაგრძონ როგორც საქართველოს, ისე საზღვაგარეთის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში.