01 ოქტომბერი

მოსწავლეთა მხარდაჭერის სერვისები

სკოლაში დანერგილია მოსწავლეების მხარდაჭერის სისტემა.სკოლაში ყველა კლასს ჰყავს კლასის მრჩეველი, რომელიც მოსწავლეებს ეხმარება ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში, პიროვნული, ენობრივი, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების განვითარებაში. კლასის მრჩეველი ამავე დროს ასწავლის კლასს სულ მცირე ერთ საგანს.

სკოლაში ჩარიცხვიდან პირველი პერიოდის მანძილზე გამორჩეული ყურადღება ეთმობა მოსწავლის სასწავლო გარემოსთან ადაპტაციას, პროცესში ჩართულია სკოლის ფსიქოლოგი, აგრეთვე, კლასის მრჩეველი.

სკოლაში დანერგილია მოსწავლის საკონსულტაციო სისტემა აკადემიური მიღწევების გასაუმჯობესებლად.

ამასთან, მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, გამოიჩინონ ინიციატივები, დაგეგმონ და განახორციელონ პროექტები მათი ინტერესების შესაბამისად. სკოლა ზრუნავს ასეთი ინიციატივების წახალისებაზე.

მოსწავლეები უზრუნველყოფილები არიან კვალიფიციური ექიმის, ექთნის და ფსიქოლოგის მომსახურებით.

აღსანიშნავია, რომ მრავალფეროვანი კლუბების შეთავაზებით, სკოლა მიზნად ისახავს, მოსწავლეებს მისცეს მათი პოტენციალის აღმოჩენის და განვითარების საშუალება, ციფრული, სახელოვნებო, სპორტული თუ სხვა მიმართულებით.

სკოლა ხელს უწყობს მოსწავლეებს საერთაშორისო გამოცდების ჩაბარებაში, უზრუნველყოფს მათ მომზადებას და აფინანსებს გამოცდებში მონაწილეობის ხარჯებს.