დადუ სირაბიძე
ქართული ცეკვის კლუბის პედაგოგი
დარეჯან (დადუ) სირაბიძე არის ფრიდონ სულაბერიძის ქართული ცეკვის მასტერკლასის სერტიფიცირებული პედაგოგი; ანსამბლის „მართვე“ ქორეოგრაფი და სოლისტი 6 წლის განმავლობაში; სახელმწიფო ანსაბლის „ხორუმი“ მოცეკვავე (6 წელი); ფლობს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნის აკადემიურ ხარისხს.
ქართული ცეკვის წრე მოსწავლეებს განუვითარებს საცეკვაო-შემოქმედებითი უნარებს; მოტორულ მეხსიერებასა და რიტმის გრძნობას; საკუთარი სხეულის ფლობის და მუსიკის ხასიათის გადმოცემის უნარს; ხელს უწყობს პლასტიკური გამომსახველობის, კოორდინაციის, მოძრაობის კულტურის გამომუშავებას და ტანადობის ჩამოყალიბებას.
მოსწავლე აითვისებს ხალხური ცეკვის ძირითად ელემენტებს; გაიცნობს ქართულ კულტურას; მონაწილეობას მიიღებს სასკოლო თუ გარე აქტივობებში და ღონისძიებებში.