ჩვენი კამპუსი



სკოლის საერთაშორისო სტანდარტების თანამედროვე კამპუსის ინფრასტრუქტურა და რეკრეაციული ზონები განთავსებულია 13000 კვ.მ. ფართობზე. საგანმანათლებლო, სპორტული და დამხმარე შენობა-ნაგებობების ფართი შეადგენს 7280.63 კვ.მ-ს. საკლასო ოთახები  აღჭურვილია საგანმანათლებლო სფეროსთვის განკუთვნილი თანამედროვე ტექნოლოგიებით (სმარტბორდებით,  პროექტორებით).  სკოლას აქვს ბიბლიოთეკა სამკითხველო დარბაზითა და განახლებადი წიგნადი ფონდით; კომპიუტერული კლასები; საკონფერენციო  დარბაზი -  გათვლილი 165 დამსწრეზე; საერთო საცხოვრებელი - გათვლილი 100 ადამიანზე. საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნების შესწავლა მიმდინარეობს დარგობრივ სასწავლო ლაბორატორიებში.  სკოლის ტერიტორიაზე განლაგებულია ფეხბურთის, კალათბურთის, ჩოგბურთის, ხელბურთის მრავალფუნქციური ღია სპორტული მოედანი, ევროსტანდარტების შესაბამისი დახურული სპორტული დარბაზი.

სკოლის მოსწავლეებისა და თანამშრომლების უსაფრთხოების მიზნით შექმნილია 24-საათიანი დაცვის სამსახური; კამპუსი აღჭურვილია სამეთვალყურეო კამერებით; სკოლის ტერიტორიაზე დაშვება ხდება მაღალტექნოლოგიური ტურნიკეტებისა და პლასტიკური ბარათების მეშვეობით; შენობა აღჭურვილია სახანძრო-უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით. ფუნქციონირებს სამედიცინო კაბინეტი.