ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში გრძელდება პროექტი ''სამოქალაქო განათლება ევროინტეგრაციისთვის არსებული დეზინფორმაციის წინააღმდეგ.''

ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში გრძელდება პროექტი ''სამოქალაქო განათლება ევროინტეგრაციისთვის არსებული დეზინფორმაციის წინააღმდეგ.''

აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ატარებენ პერმანენტულ კამპანიას ევროინტეგრაციისა და დეზინფორმაციის შესახებ.

4 ნოემბერს გაიმართა ონლაინ შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში ამავე სკოლის მე-7 და მე-11 კლასის მოსწავლეების მონაწილეობით. მოსწავლეებმა ლიზი მახარაძემ და ანრი ხალვაშმა, წარმოადგინეს მათ მიერ მომზადებული პრეზენტაცია და დააფიქსირეს მათი აზრები მოცემულ საკითხთან დაკავშირებით.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ბათუმის ქართულ- ამერიკული სკოლის ისტორიის პედაგოგი თამაზ დავითაძე და საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ წარმომადგენელი ბათუმში - ირმა გაბინაშვილი.