საგნობრივი ოლიმპიადის დაჯილდოვება

აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით 2019 წელს ჩატარებულ საგნობრივ ოლიმპიადაში პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასულ მოსწავლეებს დიპლომები და ლეპტოპები გადასცეს.

მათემატიკისა და ინგლისური ენის საგნობრივ ოლიმპიადაში აჭარის რეგიონში გამოვლინდა 33 გამარჯვებული, მათ შორის ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის ოთხი მოსწავლე :

  • ნიკა დარსალია VIII კლასი - მათემატიკა
  • დავით დიასამიძე VIII კლასი - მათემატიკა
  • ელისაბედ აბაშიძე IX კლასი - ინგლისური ენა
  • თემო ჯაყელი X კლასი - ინგლისური ენა


GASB-ი გისურვებთ წარმატებებს !