ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის მონაწილეობა პროექტში „კინო სკოლაში“

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა შეირჩა კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცხადებულ კონკურსში „კინო სკოლაში“.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჩენი სკოლის მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ ფილოლოგის და კინომცოდნე ლევან გელაშვილის მიერ გამართულ 16 აქტივობაში. აღნიშნული აქტივობები მოიცავს ისეთ თემებს როგორიცაა: კადრის შექმნა, კადრს მიღმა მოქმედება, მონტაჟი, პარალელური მოქმედება, ხმა, პერსონაჟის შექმნა და პროპაგანდა კინოში.

პროექტში მონაწილეობენ ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეები ემილი ქუთელია, მილენა ქუთელია, თემო ჯაყელი, ნიკა დარსალია და ალექსანდრე მეტრეველი.

პროექტის მიზანია კინოხელოვნების პოპულარიზაციის გზით მოზარდებში ანალიტიკური აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარება. პროექტი 2014 წლიდან ფუნქციონირებს და მასში 1000-ზე მეტმა სკოლამ მიიღო მონაწილეობა. „კინო სკოლაში“ ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს ნახონ და გადაიღონ საინტერესო ფილმები, ჩაერთონ დისკუსიაში, დახატონ აფიშები, წერონ რეცენზიები, შეხვდნენ ცნობილ კინემატოგრაფისტებს და ა.შ.

პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე აღნიშნული პროექტის შემოდგომის სეზონი ხორციელდება ონლაინ გაკვეთილების სახით ფლატფორმა „The Film Corner” -ზე, რომელიც ევროპის 6 ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის არის ხელმისაწვდომი.

👉 კინო სკოლაში