ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის პროექტი სამოქალაქო განათლებაში „რატომ უნდა გახდეს საქართველო ევროპული ოჯახის წევრი“

პროექტის, „რატომ უნდა გახდეს საქართველო ევროპული ოჯახის წევრი“, ფარგლებში ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის ხელმძღვანელი თინათინ ხინიკაძე და ჩვენი სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეები აწარმოებენ კამპანიას „სამოქალაქო განათლება ევროინტეგრაციისთვის დეზინფორმაციის წინააღმდეგ“, რომლის ფარგლებში მოსწავლეები სხვადასხვა ტიპის სოციალურ აქტივობაში არიან ჩართული. აღნიშნული კამპანიის მონაწილეებმა ჩაწერეს ვიდეო რგოლი, შექმნეს საინფორმაციო ხასიათის ბლოგი და აქტიურად ატარებენ ონლაინ შეხვედრებს სხვა თანატოლებთან.

მოსწავლეების ნამუშევრები იხილეთ კამპანიის გვერდზე: 👉 Way to Europe გზა ევროპისკენ