ნატოს დღეები ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში

ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში ნატოს დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება „რას მოუტანს ნატო საქართველოს?“ გაიმართა.

ღონისძიების მოწვეული სტუმარი იყო ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი ბათუმში, ირმა გაბინაშვილი. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

მოსწავლეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, საქართველოსა და ანტოს შორის არსებული თანამშრომლობისა და სამომავლო პერსექტივების შესახებ.

ღონისძიების დასასრულს მონაწილეები სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. ნატოს დღეები საქართველოში ყოველწლიურად ოქტომბრის დასაწყისში იღებს სტარტს და მთელი თვე გრძელდება.

ღონისძიება საგარეო საქმეთა სამინისტროს და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ტარდება.