ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა ახალ სასწავლო წელს 15 სექტემბერს დისტანციურ რეჟიმში დაიწყებს

საქართველოს უწყებათშორისო საკოორდინაციო საბჭოსა და GASB-ის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში სასწავლო პროცესი, დისტანციურ რეჟიმში , 15 სექტემბერს დაიწყება.

ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში სრული მზადყოფნაა, რათა ონლაინ სწავლება წარიმართოს მაღალი ხარისხით. ინტენსიურად მიმდინარეობს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების ინტეგრირება საგაკვეთილო პროცესში, რათა უფრო ეფექტიანი და მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული გავხადოთ სასწავლო პროცესი ახალ რეალობაში.

წარმატებულ ახალ სასწავლო წელს ვუსურვებთ ყველა GASB-ელს !