საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ვირტუალურ-რეალური ლაბორატორია GASB-ში

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ვირტუალურ-რეალური ლაბორატორია GASB-ში

ბათუმის ქართულ-ამერიკულმა სკოლამ შეიძინა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ვირტუალურ-რეალური ლაბორატორია, რომელიც საშუალებას იძლევა ბუნებაში მიმდინარე თვალით უხილავი პროცესები თვალსაჩინოდ იყოს წარმოდგენილი ეკრანზე.

• ფიზიკის რეალურ-ვირტუალური ლაბორატორია;

• ქიმიის ვირტუალური ლაბორატორია ;

• დაწყებითი საფეხურის ვირტუალური ლაბორატორია;

სასწავლო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება მოსწავლეებს გაუადვილებს სამყაროში მიმდინარე პროცესების აღქმას , ამასთანავე ახალი ვირტუალურ-რეალური ლაბორატორია ხელს უწყობს მოსწაავლებში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების უკეთესად შესწავლას და გააზრებას.

9 სექტემბერს, GASB-ში გაიმართა ვირტუალური ლაბორატორიის პრეზენტაცია-ტრენინგი. სკოლამ თბილისიდან მოიწვია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული მეცნიერების განათლებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების აკადემიის ხელმძღვანელი, პროფესორი , დავით სონღულაშვილი , რომელმაც ისაუბრა ლაბორატორიის მუშაობის პრინციპებზე და გადაამზადა სკოლის მასწავლებლები, რომლებიც ახალ ტექნოლოგიებს დანერგავენ ყოველდღიურ სასწავლო პროცესში.

გარდა ამისა, მიღწეულ იქნა შეთანხმება სკოლასა და ვირტუალურ-რეალური ლაბორატორიის ავტორთან, დავით სონღულაშვილთან , რომლის ფარგლებშიც სკოლა მუდმივად მიიღებს სიაახლეებს და ჩვენი მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვებიან სხვადასხვა ტექნოლოგიურ პროექტებში.