GASB-ელები სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკში

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი თინათინ ხინიკაძე და მე-10 კლასის მოსწავლეები ლიზი მახარაძე და ანრი ხალვაში სამოქალაქო განათლების საზაფხულ ბანაკში იღებენ მონაწილეობას.

წლის განმავლობაში პედაგოგებს მთელი საქართველოდან, პროექტის ფარგლებში, უტარდებოდათ ონლაინ ტრენინგები ევროინტეგრაციის, ასოცირების ხელშეკრულებისა და მასთან დაკავშირებული დეზინფორმაციის საკითხებთან დაკავშირებით. მათგან მხოლოდ შერჩეულ 18 პედაგოგს მიეცა საკუთარ მოსწავლეებთან ერთად საირმეში 5-დღიან ბანაკში მონაწილეობის შესაძლებლობა. ბანაკი არაერთ თემატურ ტრენინგს, ვორკშოფსა და სხვა ტიპის საინტერესო საგანმანათლებლო-შემეცნებით აქტივობებს მოიცავს.

ბანაკი სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ორგანიზებით, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „ სამოქალაქო განათლება ევროინტეგრაციის შესახებ არსებული დეზინფორმაციის წინააღმდეგ“ ფარგლებში ხორციელდება.