ჩვენი კურსდამთავრებულის, ნატალი მამალაძის წარმატება!

მოხარულნი ვართ გაგიზიაროთ ჩვენი კურსდამთავრებულის, ნატალი მამალაძის წარმატება!

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა ულოცავს ნატალი მამალაძეს ბულგარეთის ამერიკულ უნივერსიტეტში, AUBG-ში წინასაუნივერსიტეტო აკადემიური ინგლისური ენის მოსამზადებელ კურსზე წარმატებით ჩარიცხვას!

ყოველწლიურად AUBG ინგლისური ენის მოსამზადებელ პროგრამაზე ჩაბარების მსურველი ათასობით ახალგაზრდაა მთელ მსოფლიოდან. ნატალიმ ამ გამოწვევას თავი წარმატებით გაართვა და 2020 წლის შემოდგომიდან პროგრამის მონაწილე იქნება.

პროგრამის შესახებ ვრცელი ინფორმაციისათვის: http://bit.do/fHd5b