ჩვენი კურსდამთავრებულის, ლიკა კურდაძის წარმატება!

მოხარულნი ვართ გაცნობოთ ჩვენი კურსდამთავრებულის , ლიკა კურდაძის წარმატება! ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა ულოცავს ლიკა კურდაძეს ლიეტუვაში LCC International University-ში თანამედროვე კომუნიკაციების საბაკალავრო პროგრამაზე წარმატებით ჩარიცხვას!

აღსანიშნავია , რომ ლიკა კავკასიის რეგიონის ოთხ საუკეთესო კურსდამთავრებულს შორის მოხვდა , მან მოიპოვა შიდა საუნივერსიტეტო 100%-იანი სასწავლო გრანტი და სრულად დაუფინანსდება სწავლის საფასური.

2018 წელს GASB-ის ორგანიზებით ჩვენი სკოლის X-XI კლასის მოსწავლეები საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების გასაცნობად იმყოფებოდნენ LCC საერთაშორისო უნივერსიტეტში ლიეტუვა, ვილნიუსში. მოსწავლეთა შორის იმყოფებოდა ჩვენი კურსდამთავრებული ლიკა კურდაძე რომელმაც საუნივერსიტეტო განათლების მიღება LCC -ში გადაწყვიტა.