Online საინფორმაციო შეხვედრა: დაწყებითი საფეხური GASB-ში

4 ივლისს, 13:00 საათზე ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა გაძლევთ შესაძლებლობას ფეისბუქის მეშვეობით დაესწროთ დისტანციური საინფორმაციო შეხვედრას, რომელიც სკოლის დაწყებით საფეხურს (I-VI კლასები) შეეხება.

შეხვედრაზე სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და დაწყებითი კათედრის ხელმძღვანელი გაგაცნობენ დაწყებითი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს, სწავლების მეთოდოლოგიებს, ექსტრაკურიკულარულ (საკლუბო) აქტივობებს, სასტიპენდიო შესაძლებლობებს.

დისტანციურ საინფორმაციო შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ:

• დიანა ხაჯიშვილი, დირექტორი

• დავით ლიპარტელიანი, ხარისხის მართვის მენეჯერი

• ეკატერინა ზაქარაძე, სასკოლო კლუბების კოორდინატორი

• ნელი ალექსანდრიდი, დაწყებითი საფეხურის კათედრის ხელმძღვანელი

გაქვთ შესაძლებლობა წინასწარ დაარეგისტრიროთ თქვენთვის საინტერესო შეკითხვა ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმის მეშვეობით არაუგვიანეს 2020 წლის 4 ივლისისა და საინფორმაციო შეხვედრაზე ამომწურავ პასუხს დაგიბრუნებთ.

კითხვის რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: http://tiny.cc/ocyqqz

დრო: 4 ივლისი, 13:00 საათი

ადგილმდებარეობა: შექმნილი ვითარებიდან გამომინარე, ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის ფეისბუქის გვერდი