მობილობა ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა ხსნის მობილობის ფანჯარას II-XII კლასის მოსწავლეებისთვის და გაძლევთ შესაძლებლობას სექტემბრიდან სწავლა ჩვენთან გააგრძელოთ.

მათ, ვინც ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში მობილობას 30 ივნისამდე განახორციელებს, ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ 10%-იანი ფასდაკლებით.

ბავშვისთვის სკოლის შერჩევა რთული გამოწვევაა, ამიტომაც მნიშვნელოვანია მშობელს, მოსწავლეს ჰქონდეს შესაძლებლობა მაქსიმალური ინფორმაცია მიიღოს სკოლის, სასწავლო მეთოდოლოგიის, სპეციფიკის და კლასგარეშე აქტივობებისა, თუ სხვა შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც სკოლა გთავაზობთ.

სწორედ ამ მიზეზით, გთავაზობთ, შეავსოთ ონლაინ სარეგისტრაცი ფორმა და მოითხოვოთ ინდივიდუალური საინფორმაციო შეხვედრა და მაქსიმალური ინფორმაცია მიიღოთ ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის შესახებ.

საინფორმაციო შეხვედრებს სკოლა გამართავს:

• როგორც დისტანციურ ფორმატში (პროგრამა ზუმისა და ფეისბუქის მეშვეობით),

• ასევე, სკოლაში ვიზიტის ფორმატით (უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვით).

სარეგისტრაციო ფორმა მოგცემთ შესაძლებლობას დააფიქსიროთ თქვენი არჩევანი, საინფორმაციო შეხვედრაზე დასწრების რომელ ფორმატს მიანიჭებთ უპირატესობას - დისტანციურს, თუ სკოლაში ვიზიტს.

საინფორმაციო შეხვედრაზე ამომწურავ ინფორმაციას მიიღებთ სკოლის საგანმანათლებლო, კლასგარეშე პროგრამებსა და სასკოლო კლუბების შესახებ.

სკოლაში ვიზიტის შემთხვევაში, კი გექნებათ შესაძლებლობა, დაათვალიეროთ სკოლის თანამედროვე ინფრასტქრუქტურა, სპორტული კომპლექსები, ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, საკლასო აუდიტორიები და კაფეტერია. ონლაინ

სარეგისტრაციო ფორმისთვის მიჰყევით ბმულს: http://tiny.cc/xdsqqz

განსაკუთრებული შეთავაზება: მობილობის 30 ივნისამდე განხორციელების შემთხვევაში, თქვენ გექნებათ შესაძლებლობა ისარგებლოთ 10%-იანი ფასდაკლებით.

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა გისურვებთ წარმატებას.