GASB ფსიქოლოგის კონსულტაციის დისტანციური სერვისი

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეებისათვის პოზიტიური და ჯანსაღი სასწავლო გარემოს შექმნაში აქტიურად მონაწილეობს სკოლის ფსიქოლოგი. ვინაიდან COVID-19-ის გავრცელებამ მნიშვნელოვნად შეცვალა ჩვენი მოსწავლეების ყოველდღიური რეალობა და რიგ შემთხვევებში, აღნიშნული ცვლილებები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს სირთულეებთან, ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა მშობლებსა და მასწავლებლებს გთავაზობთ ფსიქოლოგის კონსულტაციის დისტანციურად მიღების შესაძლებლობას.

ძვირფასო მშობლებო და მასწავლებლებო,

თუკი მოსწავლეებში შეიმჩნევა ინფექციის გავრცელებით გამოწვეული შფოთვა, ცხოვრებისა და სწავლების ახალ რეჟიმზე გადასვლით მიღებული სტრესი და სურვილი გაქვთ აღნიშნული საკითხების მოგვარებასთან დაკავშირებით გაესაუბროთ ფსიქოლოგს, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა, რომელიც მოცემულია ბმულზე : http://tiny.cc/1a56mz

კონსულტირება ანონიმურია.

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა გისურვებთ ჯანმრთელობას!