ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა სასწავლო პროცესს 16 მარტიდან დისტანციურ რეჟიმში განაახლებს

ვითვალისწინებთ რა მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს რეკომენდაციებს ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციისთვის და ჩვენი სკოლის მოსწავლეების, მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის უსაფრთხოებისთვის, ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა გაზაფხულის სემესტრს 16 მარტიდან დისტანციურ რეჟიმში განაახლებს.

დისტანციური სწავლებისთვის არსებულ პლატფორმას EDUPAGE გამოვიყენებთ. ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა აღნიშნულ პლატფორმას დაარსების დღიდან იყენებს.

ახალი საჭიროებებიდან გამომდინარე, სკოლის საინფორმაციო ტექნოლოგიების ტექნიკური ჯგუფის ძალისხმევით, პლატფორმა EDUPAGE ამუშავდება განახლებული ფუნქციონალით და მოგვცემს შესაძლებლობას დისტანციური სწავლების პროცესში მოსწავლეებს ვირტუალურ საკლასო ოთახში შევთავაზოთ:

  • ვიდეო და აუდიო ლექციები ;
  • პრეზენტაციები და სხვა დამატებით სასწავლო მასალები;
  • ტესტები;
  • მასწავლებელთან ინტერაქციისა და უკუკავშირის შესაძლებლობა.

GASB-ში დისტანციური სწავლების რეჟიმში სასწავლო პროცესი წარიმართება, მანამ სანამ არ დასტაბილურდება ახალი კორონავირუსის ინფექციით (COVID-19) გამოწვეული ეპიდსიტუაცია.

გისურვებთ ჯანმრთელობას.