GASB- ელების ვიზიტი სახელოვნებო არტ-სტუდიაში

ბათუმის ქართულ -ამერიკული სკოლის VI ა კლასის მოსწავლეები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის თანხლებით არტ-სტუდია „ანდამატს“ ეწვივნენ, სადაც გაიარეს კერამიკის მასტერკლასის პროგრამა თემაზე - „დედის დღე“.

მხიარული, თერაპიული, შემოქმედებითი აქტივობებით დახუნძლული ვორქშოპის განმავლობაში მოსწავლეებმა საკუთარი ხელით დაუმზადეს დედებს სამახსოვრო სუვენირები თიხისგან.

GASB-ელები პერიოდულად მიიღებენ მსგავსი ტიპის აქტივობებში მონაწილეობას და საგაკვეთილო პროცესზე სასურველი ტექნიკით მოხატავენ მათ მიერ შექმნილ თიხის ჭურჭელს.

• პედაგოგი ლიკა იობიძე