FIALPI JUNIOR CUP 2020-ის გამარჯვებულების დაჯილდოება

1 მარტს, ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში ჩატარდა ფუტსალის ტურნირის FIALPI JUNIOR CUP 2020-ის დაჯილდოების ცერემონიალი .

ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მოთამაშეები, რომლებსაც გაადეცათ სერტიფიკატები, თასები და საჩუქრები.

ამასთან , ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლას FIALPI JUNIOR CUP 2020-ის ტურნირის ჩატარებაში და მასპინძლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა სპეციალური ჯილდო.

დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალს ესწრებოდნენ : 

  • აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე 
  • ქალაქ ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი მერაბ ქიძინიძე
  • ქალაქ ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსის მოადგილე მამუკა თამაზაშვილი
  • ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი პატარიძე
  • ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ბესო გოგოტიშვილი
  • საფეხბურთო კლუბ, ბათუმის დინამოს წარმომადგენელი ოთარ ფედიჩკინი 
  • აჭარის ფუტსალისა და საპლაჟო ფეხბურთის პრეზიდენტი ჯაბა ჭანტურია 
  • აჭარის ქალთა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ნიკოლოზ ბარამიძე 
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კარიერული განვითარების კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი მერაბ დიასამიძე
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტისა და კულტურის განყოფილების უფროსი რევაზ ოკუჯავა 
  • ბათუმის დინამოს ფანკლუბის დამაარსებელი და დინამო ბათუმის ქალთა გუნდის მენეჯერი გივი გაგუა

FIALPI JUNIOR CUP 2020-ის გამარჯვებული გუნდი გახდა ბათუმის ქართული-ამერიკული სკოლის ფუტსალის გუნდი GASB.

FIALPI JUNIOR CUP 2020-ის ფარგლებში დაჯილდოვდნენ:

  • ნომინაციაში საუკეთესო მეკარე, ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლე გეგა ხახნელიძე
  • ნომინაციაში ფინალის საუკეთესო ფეხბურთელი, ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლე ანდრია ახალაია
  • ნომინაციაში საუკეთესო ბომბარდირი, ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლე საბა შავიშვილი
  • ნომინაციაში ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი, ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლე დათა პატარიძე
  • ნომინაციაში საუკეთესო მცველი, ბათუმის #4 საჯარო სკოლის მოსწავლე ირაკლი ქათამაძე
  • ნომინაციაში საუკეთესო გარემარბი, ბათუმის #2 საჯარო სკოლის მოსწავლე ლუკა გაბროშიძე
  • ნომინაციაში საუკეთესო თავდამსხმელი, ბათუმის #1 საჯარო სკოლის მოსწავლე სანდრო ლორთქიფანიძე

ფუტსალის კლუბის მწვრთნელები:

  • ბაჩანა აბაშიძე
  • თამარ დოლიძე

დაჯილდოების საღამოს მუსიკალურად აფორმებდა BSU Jazz Big Band

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა კიდევ ერთხელ ულოცავს GASB-ის მოსწავლეებს გამარჯვებას და განსაკუთრებულ მადლობას უხდის ტურნირისა და დაჯილდოების ღონისძიების ჩატარებისთვის ბაჩანა აბაშიძეს.