GASB-ის 2019-2020 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენა

 27 თებერვალს ბათუმის ქართულ-ამერიკულმა სკოლამ 2019-2020 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინა სკოლის პედაგოგებს, მშობლებს და მოსწავლეებს.

ღონისძიებაზე ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის დირექტორმა, დიანა ხაჯიშვილმა და ხარისხის მართვის მენეჯერმა, დავით ლიპარტელიანმა ისაუბრეს იმ ცვლილებებზე და ღონისძიებებზე, რომლებიც აკადემიური პროგრამების მიმართულებით და პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით განხორციელდა სკოლაში.

 ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის პარტნიორი ორგანიზაციის ქართულ-ამერიკული საგანმანათლებლო საზოგადოების წარმომადგენლებმა კი, ისაუბრეს სკოლაში განხორციელებულ ექსტრაკურიკულარულ აქტივობებზე (სასკოლო კლუბების განვითარება, ცნობიერების ამაღლებისა და სხვა ტიპის ღონისძიებები, ვორკშოფები მასწავლებლებისთვის, სეზონური სკოლები და სხვ.) და ასევე, გაცვლით საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომელთა ამოქმედებაც 2020 წლის ზაფხულიდან იგეგმება.

 ღონისძიების დასასრულს ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის დამფუძნებლებმა და სკოლის დირექტორმა დააჯილდოვეს GASB-ის წარმატებული მოსწავლეები:

  •  ლიკა კურდაძე, რომელიც გაემგზავრება ქალაქ ვარშავაში და მონაწილეობას მიიღებს ახალგაზრდული ევროპული პარლამენტს 93-ე საერთაშორისო სესიაში;
  •  ნათია ფარტენაძე, რომელიც გაემგზავრება ქალაქ კვიპროსში და მონაწილეობას მიიღებს ახალგაზრდული ევროპული პარლამენტის 94-ე საერთაშორისო სესიაში;
  •  ალეკო კურდაძე, რომელიც გაემგზავრება ქალაქ ვარშავაში და მონაწილეობას მიიღებს ახალგაზრდული ევროპული პარლამენტს 93-ე საერთაშორისო სესიაში;
  • ანა იოსელიანი და თეიმურაზ ჯაყელი, რომლებიც ახალგაზდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენციაზე ICYS წარადგენენ საქართველოს ქალაქ ბელგრადში.