კანტის აკადემიის სალექციო კურსი

ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში კანტის აკადემიის " პიროვნული განვითარებისა და ეფექტური კომუნიკაციების პროგრამა" გრძელდება.

პროგრამა მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ახალგაზრდების სწორ პიროვნულ განვითარებას, დაეხმაროს ახალი თაობის ლიდერებს საკუთარი თავის შეცნობაში და მათი მთავარი უპირატესობის აღმოჩენაში.

თემა: ლიტერატურული რეფლექსიები, ანალიტიკური აზროვნება

ლექტორი: თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი ზაალ ჩხეიძე

სალექციო მოდულის ფარგლებში, სპეციალურად GASB-ის IX-X კლასის მოსწავლეებისთვის, თბილისიდან ბათუმს კიდევ რამდენიმე მოწვეული ლექტორი ეწვევა.