მშობელთა ჩართულობა - მშობელი ექიმის რჩევები მოსწავლეებს


სასწავლო პროცესში მშობლების ჩართულობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა საგანმანათლებლო სივრცეში. სწორედ ამიტომ, ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა ახორციელებს პროექტს “მშობელთა ჩართულობა- წიგნის საათი " 

პროექტის ფარგლებში, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს შეხვდნენ მშობლები , რომლებიც პროფესიით ექიმები არიან.

თემა : ჰიგიენის ნორმების დაცვის რეკომენდაცია ( ექიმმა მშობლებმა მოსწავლეებს განუმარტეს და აუხსნეს სეზონური გრიპისგან და რესპირატორული ინფექციებისგან თავის დაცვის მიზნით როგორ უნდა დაიცვან ჰიგიენის წესები ყოველდღიურ ცხოვრებაში).

„მშობელთა ჩართულობა“ ნიშნავს მშობლების მონაწილეობას რეგულარულ, მრავალმხრივ კომუნიკაციაში, მოსწავლის სასწავლო პროცესში და სკოლის სხვადასხვა ღონისძიებებში. 

კვლევების თანახმად, მოსწავლეები, რომელთა მშობლებიც აქტიურად მონაწილეობენ საგანმანათლებლო პროცესში, უკეთეს შედეგებს აღწევენ, იღებენ უკეთეს შეფასებებს, აქვთ უფრო მაღალი აკადემიური მიღწევები და უფრო ხარისხიანად შესრულებული საშინაო დავალებები, მათი დასწრების მაჩვენებელი უფრო მაღალია და გამოირჩევიან პოზიტიური ქცევით, კეთილგანწყობილი არიან სკოლის მიმართ და აქვთ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენა.

შეხვედრები იმართება კვირაში ერთხელ, წინასწარ მომზადებული თემით და შესაბამისი ინტერაქტიული აქტივობით, რომელშიც ჩართულია ყველა ბავშვი.

მადლობა, პროექტში ჩართულ ყველა მშობელს , ერთობლივი მუშაობისთვის !