დაუვიწყარი დასაწყისი პირველკლასელებისთვის!

სკოლის პირველ დღეს ჩვენი სკოლა სიხარულითა და სიყვარულით დახვდა ყველაზე პატარებს და ყველაზე დიდი გულების მქონე სტუმრებს - პირველკლასელებს. მათთვის მოეწყო ზღაპრული გარემო, თეატრალური წარმოდგენა, ანიმატორების შოუ და მხიარული სიმღერები, რაც დღეს განსაკუთრებულად თბილსა და ემოციურს ხდიდა.

პირველი დღე იყო სავსე ღიმილით, სიხარულითა და აღმოჩენებით. ეს იყო მომენტი, როცა ბავშვებმა გადადგეს პირველი ნაბიჯი დიდი და საინტერესო გზის დასაწყისში - გზის, რომელიც ცოდნით, მეგობრობითა და ახალი შთაბეჭდილებებითაა სავსე.

მადლობა ყველა მშობელს ნდობისთვის და კეთილი იყოს ახალი სასწავლო წლის დასაწყისი - დაუვიწყარი თავგადასავლის პირველი თავი უკვე დაწერილია.