22
ივლისი
GASB ALUMNI 2025
მოხარულნი ვართ გაგიზიაროთ ჩვენი სკოლის 2025 წლის კურსდამთავრებულის, გიორგი ბერიძის წარმატება!
ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა ულოცავს გიორგი ბერიძეს Egnatia Aviation -ის ავიაციის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვას.
Egnatia Aviation წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან საავიაციო აკადემიას ევროპაში, რომელიც მდებარეობს საბერძნეთში და სრულად აკრედიტებულია EASA-ს (ევროპის ავიაციის უსაფრთხოების სააგენტო) სტანდარტებით. აკადემია ფლობს თანამედროვე Diamond ტიპის 20-მდე სასწავლო თვითმფრინავსა და მაღალი დონის ფრენის სიმულატორებს, რაც უზრუნველყოფს პრაქტიკულ და სტანდარტებზე მორგებულ ტრენინგს.