17
ივლისი
GASB ALUMNI 2025
მოხარულნი ვართ გაგიზიაროთ ჩვენი სკოლის 2025 წლის კურსდამთავრებულის, ანნა ასამბაძის წარმატება!
ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა ულოცავს ანნა ასამბაძეს Webster University Athens-ის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვას 20%-იანი გრანტით.
Webster University Athens მდებარეობს ათენის ცენტრში, რაც სტუდენტებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას ისწავლონ ისტორიულ და კულტურულად მდიდარ გარემოში. სწავლება მიმდინარეობს სრულად ინგლისურ ენაზე და ეფუძნება ლიბერალური განათლების ამერიკულ მოდელს, რომელიც ხელს უწყობს კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას.