GASB-ელების ვიზიტი ბათუმის საქალაქო სასამართლოში

25 თებერვალს ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები ბათუმის საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესს დაესწრნენ.

პროცესს უძღვებოდა სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი. პროცესის დასრულების შემდეგ მოსწავლეები ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავჯდომარემ პირადად მიიღო და მათ შეკითხვებს უპასუხა.

აღნიშნული შეხვედრა სამოქალაქო განათლების პედაგოგის თინათინ ხინიკაძის ინიციატივით დაიგეგმა.

სასამართლოს მუშაობის გაცნობა და მოსამართლის საქმიანობა და დაკვირვება მოსწავლეებს მაღალი პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეებად აყალიბებს და პრევენციულ მიზნებს ისახავს.