გაეროს მოდელირებული კონფერენცია „ბათუმი 2025“
ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს გაეროს რიგით მე-13-ე მოდელირებულ კონფერენციაში, რომელიც ახალგაზრდებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ღონისძიებაა.
კონფერენციის ფარგლებში მოსწავლეებმა წარმოადგინეს სხვადასხვა ქვეყნის დელეგატების როლი, იმუშავეს გლობალურ გამოწვევებზე და განიხილეს მნიშვნელოვანი საერთაშორისო საკითხები, რითაც გააძლიერეს თავიანთი საჯარო გამოსვლის, კვლევისა და დიპლომატიური მოლაპარაკების უნარები.
გაეროს მოდელირებული კონფერენცია „ბათუმი 2025“-ის ფარგლებში დაფინანსება მოიპოვეს ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის შემდეგმა მოსწავლეებმა:
ანდრია ბერიძე საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატების მიერ პროგრამის 100%- იანი დაფინანსებით "დიპლომატიური ვიზიტი სტრასბურგში, საფრანგეთი" მიიღებს მონაწილეობას.
სესილი ჯაყელი, ნიჰალ ბალაქიშიევი, კესარია დიასამიძე, ელენა გვრიტიშვილი და ალექსანდრე სოლომონიძე პროგრამის 50%- იანი დაფინანსებით ,,გაეროს ახალგაზრდული კონფერენცია, ვაშინგტონი, 2025 წლის ნოემბერი'' მიიღებენ მონაწილეობას.
აღნიშნულ კონფერენციასს ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა მასპინძლობდა.
ვულოცავთ GASB-ის მოსწავლეებს მიღწეულს წარმატებას.