15
ივლისი
GASB ALUMNI 2025
მოხარულნი ვართ გაგიზიაროთ ჩვენი სკოლის 2025 წლის კურსდამთავრებულის, დაჩი გორგილაძის წარმატება!
ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა ულოცავს დაჩი გორგილაძეს ლიეტუვაში LCC International University-ის საერთაშორისო ბიზნესის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვას 70%-იანი გრანტით.
LCC საერთაშორისო უნივერსიტეტი წარმოადგენს კლაიპედას საერთშორისო უმაღლეს სასწავლებელს, რომელიც დაარსდა კანადისა და ამერიკის ერთობლივი ძალისხმევით 1991 წელს. სწავლება სრულად ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს და ეფუძნება ლიბერალური განათლების მოდელს, რომელიც აძლიერებს კრიტიკულ აზროვნებასა და პრაქტიკულ უნარებს.