სასკოლო ოლიმპიადა 2025-ის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია

24 ივნისს ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა „სასკოლო ოლიმპიადა 2025-ის” გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია.

ოლიმპიადა მოიცავდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებას და მასში დასავლეთ საქართველოს სკოლების მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები ღებულობდნენ მონაწილეობას.

ოლიმპიადაზე მე- 2 საპრიზო ადგილის დაკავებას ვულოცავთ ჩვენი სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეს, დავით დიასამიძეს.