ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

 ბათუმის ქართულ ამერიკულ სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე შემეცნებითი და სახალისო გასართობი პროგრამით აღვნიშნეთ.

ექსპერიმენტორიუმის სამეცნიერო შოუ-პროგრამას მოსწავლეებმა ინტერესით ადევნეს თვალყური და ხალისით ჩაერთნენ ინტერაქტიულ ექსპერიმენტებში.

აქტიური და მხიარული იყო გასართობი პროგრამაც, რომელიც მოიცავდა თამაშებს, სახის მოხატვასა და ბუშტებისგან სხვადასხვა ფიგურების შექმნას.

მოსწავლეებს გავუმასპინძლდით გემრიელი ტორტითა და ნაყინით.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნის მიზანი არამხოლოდ ჩვენი სკოლის მოსწაავლეებისთვის განსაკუთრებული დღის შექმნა იყო, არამედ მათთვის იმის სწავლება, რომ ყველა ბავშვი იმსახურებს უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას, ხარისხიან სამედიცინო დახმარებას, სრულფასოვანი განათლების მიღების უფლებას, სიყვარულსა და პატივისცემას.

სწორედ ამიტომ მოსწავლეთა მიერ შექმნილი ნამუშევრების, ტრადიციად ქცეული, გამოფენა-გაყიდვა გაიმართა, რომლის ფარგლებში შემოსული თანხა ყოველწლიურად ერიცხებათ ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვებსა და მოზარდებს და სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს.