18
ივნისი
შემაჯამებელი ღონისძიებები
ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში საესტრადო და ქართული სიმღერის, ბალეტის, თანამედროვე ცეკვისა და ქართული ცეკვის წრის შემაჯამებელი ღონისძიებები გაიმართა.
GASB-ის მოსწავლეებმა ულამაზესი საცეკვაო თუ მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს, რითიც მშობლებისა და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
აღნიშნული წრეების მიზანია, მოზარდ თაობას გაუღრმავდეს ინტერესი და სიყვარული ხელოვნებისადმი.
- ქართული ცეკვის მასწავლებელი - დარეჯან სირაბიძე.
- ბალეტის მასწავლებელი - სალომე კორკოტაშვილი.
- სიმღერის მასწავლებელი - ნათია ჯანგველაძე.
თანამედროვე ცეკვის მასწავლებლები - თამარ ბერიძე და ზაურ ქამადაძე.