17
ივნისი
საჩვენებელი გაკვეთილი
ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში ფეხბურთისა და კალათბურთის კლუბების საჩვენებელი გაკვეთილი ჩატარდა.
მშობლები გაეცნენ ფეხბურთისა და კალათბურთის კლუბების სამუშაო პროცესს და მოსწავლეებს მიეცათ საშუალება წარმოეჩინათ მიღწეული შედეგები.
ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლისთვის უმნიშვნელოვანესია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. ამ მიზნით, სკოლაში წარმატებით ფუნქციონირებს სხვადასხვა სპორტული კლუბი.
ფეხბურთის წრის მწვრთნელები - თეიმურაზ ცინცაძე და პაატა ძირკვაძე.
კალათბურთის წრის მწვრთნელები - მიხეილ ბოლქვაძე და დავით ბერიძე.