ლიტერატურული მარათონი

ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში ჩატარდა "ლიტერატურული მარათონი" ქართულ ენასა და ლიტერატურაში. მონაწილეობას იღებდა მე-5 კლასელებისგან შემდგარი ხუთი გუნდი.

მოსწავლეებმა მე-2 სემესტრის ბოლო 4 თვეში საგულდაგულოდ წაიკითხეს ასტრიდ ლინდგრენის შემდეგი ოთხი ნაწარმოები: "ყაჩაღის ასული რონია", "ბულერბიელი ბავშვები", "მიო, ჩემო მიო" და "ემილის თავგადასავალი". მოწაფეები დიდი ხალისით, ინტერესითა და რუდუნებით მოეკიდნენ ტექსტების დამუშავებას და გაართვეს კიდეც თავი.

მარათონი შედგებოდა სამი რაუნდისაგან: პირველში, მათ ილუსტრაციებზე დაყრდნობით ამოიცნეს პერსონაჟები, ნაწარმოების სათაურები და ისაუბრეს ეპიზოდებზე; მეორესა და მესამეში, უპასუხეს სხვადასხვა სახის კითხვასა და სხარტულებს. "ლიტერატურული მარათონის" მიზანი იყო მხატვრული ლიტერატურის პოპულარიზაცია და მისდამი ღრმა ინტერესის აღძვრა.

გამარჯვებული ჯგუფის მონაწილეები არიან:

  • მარიამ სეიდიშვილი;
  • ნუცა ფუტკარაძე;
  • თათია ჩოგაძე;
  • ვატო იოსავა;
  • თემო მსხალაძე.

,,ლიტერატურულ მარათონში" გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები.

ორგანიზატორები: ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები: ნათია მახარაძე და ანა ბაღუშვილი.