10
ივნისი
ნონა გაფრინდაშვილი თასი
მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში, საქართველოს მე-2 სასკოლო ოლიმპიადის “ნონა გაფრინდაშვილი თასის” პირველი, რაიონული ეტაპი გაიმართა, სადაც, ბათუმის ქართულ-ამერიკულმა სკოლამ პირველი ადგილი დაიკავა.
გუნდის შემადგენლობაში იყვნენ შემდეგი მოსწავლეები:
- ილია ლომინაძე;
- ნიკო ლომინაძე;
- დავით ლომსანიძე;
- ზურა მიქელაძე.
რაც შეეხება მეორე, რეგიონულ ეტაპს, ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა.
გუნდს ხელმძღვანელობდა, ჭადრაკის მასწავლებელი - ეთერ თურმანიძე.
შეჯიბრება ჩატარდა ოლიმპიური სისტემით და თითოეულ გუნდს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების I – II კლასის მოსწავლეები წარმოადგენდნენ.