07
ივნისი
მოგზაურობა ჯადოსნურ სამყაროში!
ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის, II კლასელთა პროექტის „მოგზაურობა ჯადოსნურ სამყაროში” ფარგლებში, მოსწავლეები ესტუმრნენ ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრს.
მათ იმოგზაურეს თეატრის ჯადოსნურ სამყაროში, გაეცნენ თეატრისა და თეატრალური რეკვიზიტების ისტორიას, გაიგეს, თუ რა გზას გადის თოჯინა და მსახიობი კულისებიდან სცენამდე.
შეხვედრას უძღვებოდა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის მარკეტინგის მენეჯერი, დალი თედორაძე.