ვიქტორინა “ლოგიკური დუელი”

GASB-ში საინტერესო და ინტერაქტიური ვიქტორინა - “ლოგიკური დუელი” ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო V კლასელებისგან შემდგარმა ექვსმა ჯგუფმა.

ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეებისთვის ლოგიკური აზროვნების, გუნდური მუშაობისა და პრობლემის გადაჭრის უნარების განვითარებას.

ვიქტორინა შედგებოდა მრავალფეროვანი და ასაკზე მორგებული ამოცანებისგან, რომლებმაც მონაწილეებს შესაძლებლობა მისცეს გამოეჩინათ დაკვირვებულობა, გაეანალიზებინათ ინფორმაცია და ეფიქრათ არასტანდარტულად.

ბავშვები დიდი მონდომებითა და ენთუზიაზმით ერთვებოდნენ თითოეულ ეტაპზე, ეხმარებოდნენ ერთმანეთს და ერთად ეძებდნენ სწორ პასუხებს.

გამარჯვებული მოსწავლეები:

  • ჯონი მელიქიშვილი
  • სარა აბაშიძე
  • თომა გოგუაძე
  • გიორგი სურმანიძე
  • ვატო იოსავა

ღონისძიების ორგანიზატორი, ლოგიკის მასწავლებელი - დიანა ანანიძე.