05
ივნისი
ვიქტორინა „მათემატიკური აჯანყება“
GASB-ში მათემატიკის ვიქტორინა „მათემატიკური აჯანყება“ ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო VI კლასელებისგან შემდგარმა ოთხმა ჯგუფმა.
ღონისძიების მიზანი მათემატიკისადმი ინტერესის გაღვივება, ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების წახალისება და გუნდური მუშაობის უნარის განვითარებაა.
ვიქტორინა შედგებოდა სხვადასხვა ეტაპისგან. მონაწილეებმა გამოავლინეს გუნდური სული და მათემატიკური აზროვნების მაღალი დონე.
ღონისძიებამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ სწორი მიდგომით მათემატიკა შეიძლება გახდეს საინტერესო, სახალისო და შემოქმედებითი საგანი.
გამარჯვებული მოსწავლეები:
- დაჩი გელოვანი
- ქეთო ვარშალომიძე
- ერეკლე კოხრეიძე
- გაბრიელ თოთლაძე
გამარჯვებულებ გუნდს ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ მომდევნო საგანმანათლებლო გამოწვევებში
ღონისძიების ორგანიზატორები, მათემატიკის მასწავლებლები - ლელა ფარტენაძე და დიანა ანანიძე.