ვწერ თავისუფალ თემას 2025

GASB-ის XI კლასის მოსწავლემ ელიზა სამუილოვამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) გამოცხადებულ კონკურსში “ვწერ თავისუფალ თემას 2025”. ელიზას ნამუშევარმა ჟიურის სიმპათია დაიმსახურა და ის სპეციალურ კრებულში დაიბეჭდება.

კონკურსი ჩატარდა მთელი ქვეყნის მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლის X-XII კლასის მოსწავლეებისთვის და მოიცავდა ორ ტურს. სულ დარეგისტრირებული იყო 1056 მოსწავლე, ხოლო ფინალურ ტურში გადავიდა 144, რომელთაგანაც საბოლოოდ შეირჩა საუკეთესო ათეული. ამასთანავე, კიდევ რამდენიმე ნამუშევარი გამოარჩია ჟიურიმ.

კონკურსი მრავალი წელია ტარდება და მისი მიზანია ჰუმანიტარული ნიჭით გამორჩეულ მოსწავლეთა გამოვლენა, მათი სააზროვნო პოტენციალის წარმოჩენა და საზოგადოებისთვის გაცნობა.

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი თამარ დევაძე.