28
მაისი
პირველადი დახმარების საბაზისო ტრენინგი
ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ბათუმის ფილიალის წარმომადგენელმა პირველი დახმარების საბაზისო ტრენინგი ჩაატარა, რომელშიც მონაწილეობდნენ მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები.
მათ თეორიულ ცოდნასთან ერთად, შესაძლებლობა მიეცათ მულაჟების გამოყენებით განევითარებინათ პრაქტიკული უნარ-ჩვევები.
აღნიშნული აქტივობის მიზანია:
- სკოლის მოსწავლეებს მიეცეთ შესაძლებლობა, მიღებული ცოდნის საფუძველზე, საგანგებო სიტუაციებში იმოქმედონ სწრაფად, სწორად და უსაფრთხოდ;
- მოსწავლეებმა გააცნობიერონ პირველი დახმარების მნიშვნელობა და დანიშნულება;
- შეიძინონ სიცოცხლის გადარჩენისთვის აუცილებელი საწყისი ცოდნა და პრაქტიკული უნარები;
- განივითარონ პასუხისმგებლობისა და ჰუმანურობის გრძნობა;
- შეძლონ უსაფრთხო გარემოს დაცვა როგორც საკუთარი თავისთვის, ისე გარშემომყოფთათვის.
პროექტის ხელმძღვანელი: სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნათია კაკალაძე.